- პროექტის სახელწოდება: გლობალური დათბობა;
- პროექტის მოკლე აწერა: რა არის გლობალური დათბობა, მისი გამომწვევი მიზეზები, შედეგები და რა ღონისძიებებს ატარებს მსოფლიო მის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- პროექტის აქტუალობა: დედამიწაზე მიმდინარეობს გლობალური დათბობის პროცესი, რაც ძირითადად გამოწვეულია: ჰაერის დაბინძურებითა და ხე-ტყის გაჩეხვით. ამ პროექტით მოსწავლეები შეისწავლიან თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვას და რა კატასტროფული შედეგები შიძლება გამოიწვიოს ბუნების დაბინძურებამ.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს, რა არის სათბურის ეფექტი, რა მოვლენები შეიძლება მოჰყვეს გლობალურ დათბობას, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ცვლილებას, რა შემთხვევაში და რა დროის განმავლობაში შეიძლება დარღვეული წონასწორობისა და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება, მის გავლენას ჯანმრთელობაზე და გლობალური დათბობის შედეგად დაღუპულ ადამიანთა სტატისტიკას. გაეცნობიან კიოტის პროტოკოლს.
- მონაწილეთა ასაკი: 10-17 წელი;
- ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე;
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაცია, შეიქმნება ბროშურა;
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,
- პროექტის მსვლელობა: თემის შერჩევა, მოსწავლეები დაიყოფიან 4 ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი აირჩევს ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს თავისი ჯგუფის მუშაობას. I ჯგუფი შეადგენს სამუშაო გეგმას, I I ჯგუფი იმუშავებს ინფორმაციის მოძიებაზე, I I I ჯგუფი მოახდენს ინფორმაციის მობილიზებას და IV ჯგუფია მოამზადებს პრეზენტაციას. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფები დაეხმარებიან ერთმანეთს.
- საგანთან / საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზიკა: შეისწავლიან სათბურის ეფექტს;
ქიმია: გამოიკვლევენ სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
გეოგრაფია: კლიმატური ცვლილებები;
მათემატიკა: სტატისტიკის გამოთვლა;
ისტ: კომპიუტერის გამოყენება, ინფორმაციის მოძიება,დამუშავება,პრეზენტაციის მომზადება;
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, კომუნიკაციის უნარი;
11. პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ქორიძე12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.koridze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maxos-skola.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა